დღეს „ენმ“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას გამართავს

დღეს „ენმ“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას გამართავს

3-12-2022, 09:20 - 2022
420
       

„ნაციონალური მოძრაობა“ თავის მხარდამჭერებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ოფისთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქციას გამართავს.


პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნაა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რაც მის გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.

პარტიაში ასევე განმარტავენ, რომ დღევანდელი აქციის მონაწილეებს პოლიტიკური დღის წესრიგი არ გააჩნიათ და მათი მიზანი მხოლოდ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა.

აქციას სხვადასხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც დაესწრებიან, მათ შორის გიგი უგულავა, ელენე ხოშტარია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები