ხაბეიშვილის გუნდი არჩევნების გადადებას არ ემხრობა და პარტიას პროცესების დაჩქარებისკენ მოუწოდებს

ხაბეიშვილის გუნდი არჩევნების გადადებას არ ემხრობა და პარტიას პროცესების დაჩქარებისკენ მოუწოდებს

2-12-2022, 14:06 - 2022
542

ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები პარტიის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, დროულად მოიწვიოს პოლიტსაბჭოს სხდომა, რათა  პარტიის შიდა არჩევნები სწრაფად ჩატარდეს.


როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, თავმჯდომარის არჩევის საორგანიზაციო სამუშაო ჯგუფმა მუშაობა გუშინ დაასრულა და მზადაა დოკუმენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს არჩევნების ჩატარება.

"პროცესის დაყოვნება, გადადება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ იქნება ენმ-ისთვის, ეს პარტიის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ მოვითხოვოთ არჩევნების დროულად ჩატარება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ განისაზღვროს არჩევნების კონკრეტული თარიღი, ჩატარდეს საორგანიზაციო სამუშაოები.

ამისათვის ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები მივმართავთ პარტიის თავმჯდომარეს, ასევე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, დაუყოვნებლივ მოწვეულ იქნეს პოლიტსაბჭოს სხდომა და განისაზღვროს წესი და დადგინდეს არჩევნების კონკრეტული თარიღი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს ორშაბათს, 5 დეკემბერს. ეს შესაძლებელია ყველა გათვლებით. ამ გადაწყვეტილებას სჭირდება პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობის კეთილი ნება", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

პოპულარული
რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა