„დღეს არის გადამწყვეტი მომენტი“ - უკრაინის 3 პრეზიდენტი ერთობლივ განცხადებას აკეთებს

„დღეს არის გადამწყვეტი მომენტი“ - უკრაინის 3 პრეზიდენტი ერთობლივ განცხადებას აკეთებს
15-02-2022, 22:00 - 2022
1 812

ლეონიდ კრავჩუკი, ლეონიდ კუჩმა და ვიქტორ იუშჩენკო ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმომწერ ქვეყნებს ერთობლივ მიმართვას უგზავნიან და უკრაინის დაცვის დაპირებებს ახსენებენ.

მიმართვაში ნათქვამია, რომ თითქმის 30 წლის წინ, ხუთმა ბირთვულმა სახელმწიფომ პირობა დადო, რომ პატივს სცემდა უკრაინის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

რა გვესმის ამგვარ ქმედებებზე შეთანხმების მხარეთაგან? მხოლოდ მოწოდებები მათმა მოქალაქეებმა და დიპლომატებმა რაც შეიძლება მალე დატოვონ უკრაინა, მხოლოდ შემზარავი გაფრთხილებები შემოჭრის შესახებ, თუ დღეს არა, ხვალ, რამაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა ჩვენს ეკონომიკას და დათესა პანიკა მოსახლეობაში. 

მხოლოდ მკაცრი გაფრთხილება აგრესორს, რომ ის გადაიხდის გარკვეულ „საფასურს“(რომელიც, არ მოიცავს Nord Stream 2-ს და SWIFT-ს). 

ეს ყველაფერია?“, -  ნათქვამია პირველი, მეორე და მესამე პრეზიდენტების მიმართვაში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა