ნატო-ში აშშ-ის ელჩი: ალიანსის გაფართოებისთვის კარი ღიაა

ნატო-ში აშშ-ის ელჩი: ალიანსის გაფართოებისთვის კარი ღიაა
15-02-2022, 20:02 - 2022
465

ნატო-ში აშშ-ის ელჩის, ჯულიან სმიტის განცხადებით, ნატო-ს ყველა წევრი აცნობიერებს, რა მნიშვნელოვანი ურთიერთობა აქვს ნატო-ს საქართველოსა და უკრაინასთან.

სმიტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ. მისი თქმით, ალიანსის გაფართოებისთვის კარი ღიაა.

„რაც შეეხება ღია კარს, ჩვენ გარკვევით განვაცხადეთ, რომ შევინარჩუნებთ იმ ვალდებულებებს, რაც გვაქვს ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით და ვფიქრობ განცხადება, რაც გასული ზაფხულის სამიტზე მოისმინეთ მნიშვნელოვანი შეხსენება იყო იმისა, რამდენად მტკიცედ იცავენ მოკავშირეები ღია კარის პოლიტიკას“, - განაცხადა ელჩმა სმიტმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა