"ნაციოანლური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
ლევან ხაბეიშვილმა ღიად თქვა, რომ "ოცნებს" მესამე პრეზიდენტი მიზანმიმართულად ჰყავს გამოკეტილი.
"მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ენმ-ის მხარდამჭერებთან ერთად ვაპირებ შაბათს, 3 დეკემბერს, 15:00 საათზე ქართული ოცნების ოფისთან, იქ სადაც მიიღება რეალური გადაწყვეტილება, მოვთხოვოთ მთავარი რამ. არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გვაქვს, გვაქვს 1 მოთხოვნა: პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა, ჯანმრთელობა და სიცოცხლის უზრუნველყოფა. მე ამ მიზნით ხვალიდან გავდივარ ასევე რეგიონებში. არამხოლოდ შაბათისთვის, არამედ გენერალური ბრძოლის მობილიზებისთვის რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.