ცნობილია, ვინ შეცვლიან ლონდა თოლორაიას

ცნობილია, ვინ შეცვლიან ლონდა თოლორაიას

15-02-2022, 19:28 - 2022
579
       

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა ლელა ჯანაშვილი აირჩია. რაც შეეხება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მას კოკა კაციტაძე უხელმძღვანელებს.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სესიაზე მათი არჩევა ხმათა უმრავლესობით, განხილვის გარეშე მოხდა. ჯანაშვილი და კაციტაძე სამსახურების ხელმძღვანელის პოსტებზე 6 წლის ვადით არიან არჩეული.

შეგახსენებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შედეგად შეიქმნა. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები