მამუკა ხაზარაძე: სირცხვილია, როცა ასეთი ყურმოჭრილი ხელისუფლება გყავს

მამუკა ხაზარაძე: სირცხვილია, როცა ასეთი ყურმოჭრილი ხელისუფლება გყავს
15-02-2022, 19:06 - 2022
434

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, სირცხვილია, როცა ქვეყანას ჰყავს ყურმოჭრილი ხელისუფლება, რომელიც ერთი რუსი ოლიგარქის მიერ იმართება.

„ქვეყნის  უპერსპექტივობა, როცა ხელისუფლებას არ გააჩნია მიზანი და, შესაბამისად, გეგმა. ერთადერთი რაც გამოძრავებთ - არის ძალაუფლება, რათა შეინარჩუნოთ პირადი კეთილდღეობა.

ეს მალე დამთავრდება! ქართველი ხალხი არაა თქვენისთანა ხელისუფლების ღირსი, არაა ასეთი გაჭირვების და უიმედობის ღირსი! ხელისუფლება, რომელსაც ღირსება არ გააჩნია, ის სიკეთეს ვერ მოიტანს. ბრძოლა გრძელდება და ის დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით”, - წერს მამუკა ხაზარაძე.


ცნობისთვის, პარლამენტმა „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრს, ბადრი ჯაფარიძეს, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრს, შალვა ნათელაშვილსა და „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას მანდატი შეუწყვიტა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა