ნიკა მელიამ ყველაფერს ფარდა ახადა - პარტიის შიგნით „ღია ომი“ ოფიციალურად დადასტურდა

ნიკა მელიამ ყველაფერს ფარდა ახადა - პარტიის შიგნით „ღია ომი“ ოფიციალურად დადასტურდა

26-11-2022, 22:45 - 2022
1 945
       

ნიკა მელია ვანო მერაბიშვილთან „ღია ომს“ ადასტურებს და ამ დაპირისპირების მიზეზსაც ასახელებს.
 
ის ამბობს, რომ ყველაფერი 2020 წლის გადამწყვეტ არჩევნებზე დაიწყო.
 
იქ, სადაც ბატონი ვანო მერაბიშვილი იქნება, მე ვერ ვხედავ საკუთარ თავს...ეს იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები აგვისტო ან სექტემბერი და ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი, რომელიც უკავშირდება ვანო მერაბიშვილს, არა 2012-13 წელს,არამედ მერაბიშვილს 2020 წელს, ამას აქვს ძალიან სერიოზული მიზეზი, რომლის საქმის კურსში  თავად ვანო მერაბიშვილი და მისი მეგობრები არიან.
 
ყველა ადამიანს აქვს უფლება დაუჭიროს მხარი ამა თუ იმ კანდიდატს. იყო მხარდამჭერი ერთია, თუმცა იყო რეალური არაფორმალური მმართველი და 100 პროცენტით მართავდე ფარდის უკან პროცესებს, ეს მიუღებელია.
 
მე ვფიქრობ, მჯერა საზოგადოება ძალიან ნათლად ხედავს ენმ-ში  არსებულ რეალურ სურათს, ამგვარი შეფუთვის მიუხედავად.
 
ფარდის უკან მდგომ ადამიანებს სურთ, რომ ენმ-ის თავმჯდომარე მომავალში საქორწინო გენერალი იყოს , ეს ასე ვერ იქნება. პარტიას ეყოლება თვითმყოფადი, ანგარიშვალდებული საკუთარ პარტიის წევრებთან და ამომრჩეველთან და არა იმ ადამიანებთან, რომლებიც პროცესს კულისებიდან მართავენ
“, - აცხადებს ნიკა მელია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები