პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს ორ ე.წ. პროფესიული წევრი აირჩია.
„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს ხელმძღვანელის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილს, ხოლო ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე მოქმედ წევრებს, მაია ზარიძესა და გია ცაცაშვილს დაუჭირა მხარი.
ისინი თანამდებობებს ექვსი თვის ვადით დაიკავებენ, რადგან მხოლოდ მმართველი გუნდის მხარდაჭერა მოიპოვეს.