პარლამენტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები დაიწყო

პარლამენტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები დაიწყო

26-11-2022, 16:10 - 2022
486
       

ომბუდსმენის შესარჩევად მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები დაიწყო. ოპოზიციამ და „ქართულმა ოცნებამ“ ის კანდიდატები გამორიცხეს, რომელთაც არც ერთის მხარდაჭერა არ ექნება.
 
სახალხო დამცველის შერჩევა ფინალურ ეტაპზეა, სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირას კენჭისყრა გაიმართება.
 
მმართველი პარტია ღიად აცხადებს, რომ ისინი არ გაიმეორებენ იმავე შეცდომას, რაც მოქმედი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას არჩევის დროს დაუშვეს. ამავდროულად ოპოზიციის პოზიცია კი უცვლელია - ისინი მხარს გავლენიანი არასამთავრობოების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს დაუჭერენ.
 
მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების შესრულების ვადა 8 დეკემბერს ეწურება, იმ შემთხვევაში თუ მანამდე პარლამენტში ომბუდსმენის კანდიდატზე ვერ შეთანხმდებიან, სახალხო დამცველის მოვალეობას ნინო ლომჯარიას პირველი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე შეასრულებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები