„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანმა თანამდებობა დატოვა

„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანმა თანამდებობა დატოვა
25-11-2022, 14:48 - 2022
696

ცაგერის მერი გიორგი ნემსაძე თანამდებობიდან გადადგა.


ამის შესახებ ინფორმაციას ის თავად ავრცელებს Facebook-ზე.


"მინდა საზოგადოებას ვაცნობო, ვტოვებ ცაგერის მერის თანამდებობას. გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზების გამო და ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას ან გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას! მჯერა, რომ ქართული ოცნება საქართველოში საქმეზე ორიენტირებული ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, შესაბამისად, მე კვლავაც ვრჩები გუნდის რიგით წევრად და ჩვენი მუნიციპალიტეტისა თუ ქვეყნის სამსახურს სხვა პოზიციიდან გავაგრძელებ. პირველ რიგში, ნდობისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი ცაგერის მოსახლეობას, რომელმაც მერად ამირჩია და ჩვენს გუნდს, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა, ასევე მსურს მადლობა გადავუხადო ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდის თითოეულ წევრს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები ვუსურვო", - წერს ნემსაძე.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა