მერაბიშვილის შემდეგ კულისებიდან ძმები ახალაიებიც გამოდიან - „ენმ“-ში დიდი ქაოსია

მერაბიშვილის შემდეგ კულისებიდან ძმები ახალაიებიც გამოდიან - „ენმ“-ში დიდი ქაოსია
25-11-2022, 01:33 - 2022
1 324

„ნაცმოძრაობაში“ დაძაბულობა პიკს აღწევს - პარტია ორ ბანაკად გაიყო.

რამდენიმე დღის წინ პარტიის კულისებიდან DailyInfo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარტიაში არჩევნების წინა პირობები მელიასა და კეზერაშვილის დაპირისპირებამ გამოიწვია.
 
კეზერაშვილს, რომელიც „ენმ“-ს ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია, „ურჩი“ თავმჯდომარე პარტიაში არ სჭირდება, ამიტომაც მელიას კონკურენტი ლევან ხაბეიშვილია - ეს უკანსკნელი ვანო მერაბიშვილის ფავორიტი კანდიდატიცაა და არავისთვის არის გასაკვირი, რომ კეზერაშვილი და მერაბიშვილი ერთ ბანაკში არიან. 
 
ჩვენი სააგენტოს მიერ ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, ვანო მერაბიშვილმა დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ ბრძოლაზე და გამარჯვებაზე საუბარი დაიწყო, თუმცა სად აპირებს ბრძოლას ან გამარჯვებას არ დაუკონკრეტებია. ამის შემდეგ იყო ხაბეიშვილის განცხადებები, რომ კეზერაშვილზე აზრი შეეცვალა და თანამშრომლობას არ გამორიცხავს, ისიც დადასტურებით გავრცელდა, რომ მერაბიშვილი ხაბეიშვილს მხარს უჭერს. 
 
პარტიაში ერთ ფრონტზე მებრძოლთა ვინაობის გამოაშკარავების შემდეგ აქტიურად გავრცელდა ხმები, რომ ნიკა მელიას ზურგს ძმები ახალაიები უმაგრებენ. დღეს მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისში სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა, რომელსაც არჩევნების ფორმატი უნდა შეერჩია, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, მხარეების მხარდამჭერებმა აქტიურად გააჟღერეს გვარები: მერაბიშვილი, ძმები ახალაიები.
 
„ენმ“-ში ვერავინ ადასტურებს, თუმცა ვერც ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ კულისებიდან პოლიტიკაში ნელ-ნელა მერაბიშვილი და ძმები ახალაიები ბრუნდებიან.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა