გიორგი გახარია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

გიორგი გახარია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

25-11-2022, 00:10 - 2022
912
       

თერჯოლაში მომხდარ ფემიციდის ფაქტს სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ეხმაურება.
 
გიორგი გახარიას განცხადებით, ქალთა მიმართ ძალადობა ყველაფერ ქართულს ეწინააღმდეგება.
 
რამდენიმე წუთის წინ თერჯოლაში კიდევ ერთი ქალი მოკლეს… ქალთა მიმართ ძალადობა ყველანაირ ღირებულებას, ნორმას, ტრადიციას და ყველაფერს ქართულს ეწინააღმდეგება! 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა“, - წერს გიორგი გახარია.
 
ინფორმაციისთვის, თერჯოლაში ყოფილმა ქმარმა ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. შემთხვევა სუპერმარკეტ „მაგნიტში“ მოხდა. ქალი გარდაიცვალა, მამაკაცმა კი დაზიანებები მიიღო.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები