მუმლაძე - სააკაშვილი პატიმრობაშია და მას ივანიშვილი პუტინის დავალებით კლავს

მუმლაძე - სააკაშვილი პატიმრობაშია და მას ივანიშვილი პუტინის დავალებით კლავს
23-11-2022, 22:53 - 2022
295

„დღეს სააკაშვილი არის პატიმრობაში და მას ბიძინა ივანიშვილი პუტინის დავალებით კლავს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ პარლამენტთან განაცხადა.


მისივე თქმით, 2003 წლის „ვარდების რევოლუციამ“ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა.

„2003 წელს მოხდა „ვარდების რევოლუცია“, რომელმაც თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს საფუძველი ჩაუყარა და რომლის სულისჩამდგმელი არის მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი. დღეს სააკაშვილი არის პატიმრობაში და მას კლავს ბიძინა ივანიშვილი პუტინის დავალებით. ეს არის დიდი სირცხვილი როგორც ეროვნული, ისე პიროვნული და შესაბამისად, ჩვენ არ უნდა დავუშვათ აღნიშნული ფაქტი. დღეს ისევ რუსული რეჟიმი გვმართავს. ამ რუსული რეჟიმს აქტიური ბრძოლა სჭირდება იმისათვის, რომ ძალაუფლება ხელიდან გამოვგლიჯოთ და საქართველოს დასავლური მომავალი იყოს ღია და ნათელი“, - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა