რეგიონების მაღალჩინოსნები პრეზიდენტთან შეხვედრებზე არ დადიან - ზურაბიშვილი განცხადებას აკეთებს

რეგიონების მაღალჩინოსნები პრეზიდენტთან შეხვედრებზე არ დადიან - ზურაბიშვილი განცხადებას აკეთებს

21-11-2022, 23:56 - 2022
484
       

პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში „რეგიონების კვირეული“ დაიწყო, „რეგიონები ორბელიანების სასახლეში“  „სვანეთის დღეებით“ გაიხსნა.
 
პრეზიდენტის განცხადებით, ღონისძიება არ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან, თუმცა მიუხედავად ამისა, „რეგიონების ოფიციალური პირები ღონისძიებაზე წარმოდგენილი არ არიან“.
 
რეგიონები მნიშვნელოვანი არის და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ არ კმარა მხოლოდ ჩვენი ჩასვლა რეგიონებში და იქ ადგილზე გაცნობა მიმართულებების. საჭირო არის, რომ დედაქალაქში მათ დავუთმოთ სივრცე და ეს სასახლე სწორედ იმისთვის არსებობს ამ ფორმით, რომ ეს იყოს სივრცე საზოგადოებისთვის და სივრცე, სადაც შესაძლებელია გამოფენები, კულტურის წარმოჩენა, დიალოგი. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი შემოთავაზება გავაკეთეთ – ჩამოდით, გითმობთ ამ სასახლეს, ვაფინანსებთ თქვენი ჩამოსვლის ხარჯებს. ეს არის თქვენი ადგილი, საკუთარი თავი ქვეყანაში და მის გარეთ წარმოაჩინეთ ისე, როგორც გინდათ.
 
ვაპირებ, რომ მომავალი წლიდან, როცა იქნება ჩემი ოფიციალური ვიზიტები, წავიყვან რომელიმე რეგიონის წარმომადგენელს, რომ შეძლონ, დაამყარონ ის ურთიერთობები, რომლებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ გადავწყვიტეთ, მოვიწვიოთ რეგიონიდან წარმომადგენლები, მათთან დავამყაროთ ურთიერთობა და რეგიონი გახდეს არა ჩვენი სტუმარი, არამედ მასპინძელი.
 
ძალიან მიკვირს, რომ რეგიონიდან ან არავინ წამოვიდა ოფიციალური პირებიდან, ან ვერ გაბედა წამოსვლა. ოფიციალური პირებიდან, რომლებიც უნდა იყვნენ ყველანაირად დაინტერესებული ჩვენი რეგიონების განვითარებაში, აქაც არავინ გვახლავს. თქვენ გამოიტანეთ დასკვნა. ამის მიუხედავად, იქნება ძალიან ცოცხალი სამი დღე
“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები