ამირან გამყრელიძე სკოლებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

ამირან გამყრელიძე სკოლებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
15-02-2022, 16:57 - 2022
25 404

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა ფორმით გაგრძელდება სკოლებში სწავლა.

მისი თქმით, სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არ მიუღია და სკოლები ისევ ჰიბრიდული რეჟიმით მუშაობენ.

„სკოლებთან მიმართებაში ისევ ჰიბრიდული რეჟიმი მუშაობს. ამაზე გადაწყვეტილებას ერთობლივად იღებენ სკოლის ხელმძღვანელობა, განათლების სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები, თუ რა პირობებში რომელი კლასი ან სკოლა გადადის დისტანციურზე. ასე რომ, საკოორდინაციო საბჭოს მიეღოს მთლიანად ქვეყნის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის გადაწყვეტილება, სწორი არ არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა