ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა

ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა

17-11-2022, 16:44 - 2022
521
       

ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ლალიაშვილი ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა.
 
მთავრობის ადმინისტრაციაში მას დღეს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.
 
„ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლოზ ლალიაშვილს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ნიკოლოზ ლალიაშვილმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა“, - ამბობს პრესსამსახური.
 
ლალიაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ეროვნული უშიშროების საბჭოში, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და გაერთიანებულ ენერგოდისტრიბუციის კომპანიაში.
 
ნიკოლოზ ლალიაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. ასევე, სხვადასხვა დროს იყო „სტუდია მაესტროს“ პოლიტიკური რედაქტორი, „ტელეიმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე და გენერალური დირექტორი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები