„მივესალმები რუსთავის საკრებულოში ოპოზიციის მიერ მიღწეულ ურთიერთშეთანხმებას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს.
მისი თქმით, რუსთავში დღეს „ქართული ოცნება“ დამარცხდა!
„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ძალები ერთმანეთში ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, მთავარი და საკვანძო საკითხი ყველგან რეჟიმის დასუსტება და მისთვის ბერკეტების გამოცლაა!
რუსთავში თავმჯდომარე ოპოზიციამ აირჩია. მანამდე იგივე მოხდა ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. დარწმუნებული ვარ სენაკსა და ზუგდიდშიც დამარცხდება ოცნება და აუცილებლად ბათუმშიც.
ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევამციროთ „ოცნების“ შანსები მოსყიდვით, დაშინებით და შანტაჟით აკონტროლოს ჩვენი ქალაქები და სოფლები! ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს ამ საქმეში“, - აცხადებს ნიკა მელია.
ცნობისთვის, დღეს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი აირჩიეს.