არის თუ არა ღარიბაშვილსა და გამყრელიძეს შორის დაპირისპირება

არის თუ არა ღარიბაშვილსა და გამყრელიძეს შორის დაპირისპირება
15-02-2022, 12:19 - 2022
636

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და NCDC-ის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეს შორის დაპირისპირება არ არის.

მისი თქმით, სამთავრობო გუნდი და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები კოორდინირებულად მუშაობენ.

„პანდემიის მართვისთვის სამთავრობო გუნდი, რომელიც პრემიერი ხელმძღვანელობით მუშაობს, დღემდე სრული კოორდინაციით, ყოველგვარი დაპირისპირებისა და წინააღმდეგობრივი პოზიციების გარეშე აგრძელებს მუშაობას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება კონსულტაციების რეჟიმში ექსპერტების მონაწილეობით. ყოველგვარი დაპირისპირება, რომელიც შეიძლება გაჟღერდეს არის საფუძველს მოკლებული და არ არის ნამდვილად არანაირად რეალური“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა