ხაბეიშვილმა გადაწყვეტილება მიიღო - პოლიტიკოსმა ცალკე ბრიფინგი ჩანიშნა

ხაბეიშვილმა გადაწყვეტილება მიიღო - პოლიტიკოსმა ცალკე ბრიფინგი ჩანიშნა

9-11-2022, 20:32 - 2022
788
       

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი Facebook-ზე პარტიაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.


ხაბეიშვილი ხვალ, 10 ნოემბერს 12:00 სააზე ბრიფინგს აანონსებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ასეთ სიტუაციას იყენებდა და გამოიყენებს გასაძლიერებლად. ჯანსაღი კონკურენცია, შიდაპარტიული დემოკრატია, ღიაობა და გახსნილობა არის გაძლიერების, გამარჯვების, რუსი ოლიგარქის დამარცხების წინაპირობა. ვფიქრობ, ყველამ ობიექტურად უნდა შევაფასოთ სიტუაცია და ეს გამოწვევა მივიღოთ.

ამ ქვეყნის მთავარი რეფორმატორის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული პარტია იყო და იქნება ყველა სიახლის, პროგრესის მხარდამჭერი და გამზიარებელი.

ხვალ, 10 ნოემბერს 12:00 საათზე ამ თემასთან დაკავშირებით გავაკეთებ საგანგებო განცხადებას“, - წერს ლევან ხაბეიშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები