იაგო ხვიჩია - არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ძალიან „გაბლატავებულია“

იაგო ხვიჩია - არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ძალიან „გაბლატავებულია“

15-02-2022, 11:57 - 2022
584
       

არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ძალიან „გაბლატავებულია“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ 3 დეპუტატსთვის მანდატის შეწყვეტაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ბადრი ჯაფარიძის პარლამენტიდან გაშვება ერთ-ერთი ასეთი ცუდი ქცევაა.

„3 განსხვავებული შემთხვევაა, ერთი - ელენე ხოშტარია თავად ითხოვს შეუწყდეს უფლებამოსილება, აქ არაფერი განსაკუთრებული პრობლემა არ არის, შალვა ნათელაშვილს რაც შეეხება, წელიწად-ნახევარია პოლიტიკური „შატალოთია“ დაკავებული, მაგრამ, ჩემი აზრით, მისი ამომრჩეველი ღირსიც კი არის უსმინოს მას 3 წელი აქ და ჩვენი უფლება არ არის აქედან გავრიცხოთ ნათელაშვილი. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, ის ნასამართლევიც კი არ არის, არც კი მისცემია სასამართლოში საშუალება იმ საკითხებზე ემსჯელა რაზეც გაამტყუნეს, ამ თემას არ მოჰყოლია არანაირი შეზღუდვა, მისი არც ერთი უფლება არ შეზღუდულა და ამ დროს ჩვენ პარლამენტიდან ვუშვებთ, ჩემი აზრით, ეს არის არასწორი ქმედება ამ ქვეყნის და მისი პარლამენტარიზმის წინაშე“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები