ბადრი ჯაფარიძე მანდატის შეწყვეტაზე - პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა

ბადრი ჯაფარიძე მანდატის შეწყვეტაზე - პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა

15-02-2022, 11:32 - 2022
813
       

„ლელო საქართველოსთვის“ წევრი, ბადრი ჯაფარიძე აპირებს, დაესწროს კენჭისყრას, სადაც მისთვის მანდატის შეწყვეტას პარლამენტის დეპუტატები მხარს დაუჭერენ.

ჯაფარიძე ამბობს, რომ მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა.

„მაინტერესებს ის კოლეგები, რომლებიც ხმას მისცემენ ამ უკანონო და აბსურდულ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, როცა იქნება კენჭისყრა ამის შემდეგ მოგახსენებთ შემდგომ გეგმებთან დაკავშირებით. უნდა გითხრათ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება. ეს მიმდინარეობს უკვე სამ წელზე მეტია. ჩვენ ვართ მტკიცე, დაველოდებით კენჭისყრას, დავესწრები პროცესს და რა თქმა უნდა, ამის შემდგე მოგახსენებთ შემდგომ გეგმებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები