ხატია დეკანოიძე - ქართული ოპოზიცია ბრძოლას არ შეწყვეტს

ხატია დეკანოიძე - ქართული ოპოზიცია ბრძოლას არ შეწყვეტს
15-02-2022, 11:25 - 2022
683

„ნაციონალური მოძრობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე „ქართული ოცნების“ მხრიდან 3 დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას უკავშირებს.

დეკანოიძე მიმართავს მმართველ პარტიას, რომ ქართული ოპოზიცია ბრძოლას არ შეწყვეტს. მისი თქმით, ჩავლენ კიევში, სადაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სპეციალურ მოსმენებს გამართავენ. იმავეს გაკეთებას აპირებენ ბრიუსელში.

„საქართველოში არავითარ შემთხვევაში ქართული ოპოზიცია არ შეწყვეტს ბრძოლას, უფრო მეტიც, ჩვენ უფრო გავძლიერდებით, გავაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შემსწავლელ კომისიაზე მუშაობას.რადაში გაიმართება მოსმენები, ჩვენ ჩავალთ იქ, მოვუყვებით ყველას და არამხოლოდ კიევში, არამედ ბრიუსელში ვაპირებთ მიხეილ სააკაშვილზე სპეციალური მოსმენების ჩანიშვნას იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რა რეჟიმი და პოლიტიკური მართლმსაჯულება არსებობს საქართველოში“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე დეკანოიძემ აღნიშნა, რომ შესაძლოა, იმ დეპუტატების ადგილმონაცვლედ, რომლებსაც მანდატს შეუწყვეტენ, სხვა ოპოზიციონერები შევიდნენ პარლამენტში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა