საქართველოს პარლამენტის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისა და სენატის არჩევნებში მონაწილეობას საერთაშორისო დამკვირვებლების სტატუსით მიიღებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრი, მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის და სენატის არჩევნებში, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მიიღებენ მონაწილეობას.
მიმდინარე წლის 8 ნოემბერს არჩევნების მიმდინარეობას, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნევადას შტატში, ხოლო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ნიუ-იორკში დააკვირდება“, - ნათქვამია პარლამენტის ინფორმაციაში.