დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა. შემთხვევას ხანძარი მოჰყვა. ადგილზე ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე გაჩნდა, შემდეგ კი მე-8 სართულზე გავრცელდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ბინაში აფეთქებისას მყოფი ერთი პირი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარის მიზეზები და დეტალები ჯერჯერობით უცნობია.