„ენმ“-ს თავმჯდომარე „მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვებმა გააღიზიანა.
მელიას გაღიზიანება გამოიწვია ეკა კვესიტაძის კითხვამ, რომელიც საპარლამენტო ბოიკოტის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში შესულ დეპუტატებსა და მათ „ღალატს“ ეხებოდა.
„ეკა, შეგიძლიათ, გულწრფელად მითხრათ, რა მუცლის გვრემა გაქვთ? თქვენ ისე თქვით წინა გადაცემაში – მელია უნდა მობრძანდეს ახლა სააპელაციო სასამართლოში, თქვას ნიკა გვარამიას... უნდა შევეჯიბროთ ნიკა გვარამიას სიყვარულში? 5 სასამართლო იყო სულ. [კვესიტაძე: არცერთზე არ ყოფილხართ] ეს იმას ნიშნავს, რომ მე ნიკა გვარამიას პატიმრობა უფრო ნაკლებად მაწუხებს, ვიდრე თქვენ? თქვენ გეტყობათ, რომ წინასწარი განწყობა გაქვთ“, – განაცხადა მელიამ.