საქართველოში ამინდი გაუარესდება - სინოპტიკოსების პროგნოზი

საქართველოში ამინდი გაუარესდება - სინოპტიკოსების პროგნოზი

15-02-2022, 10:17 - 2022
11 663
       

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-17 თებერვალს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს.

მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +8, +13, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +4, +9 გრადუსი იქნება.

ამასთანავე, 14 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 14-16 თებერვალს შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები