პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებენ

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებენ

14-02-2022, 22:21 - 2022
1 511
       

პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძე კოვიდ ინფიცირებულ 59 წლის პაციენტთან დაკავშირებით, რომელიც ფანჯრიდან გადახტა, განმარტებებს აკეთებს.

მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და ის ხვალ უნდა გაეწერათ. ტურძელაძე აღნიშნავს, რომ პაციენტს ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონდა.

„პაციენტი 59 წლის ჩვენს კლინიკაში შემოვიდა 5 თებერვალს. პაციენტი იყო მძიმე მდგომარეობაში, კოვიდინფიცირებული და მოთავსდა ინტენსიურ განყოფილებაში. ინტენსიურ განყოფილებაში პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და 8 რიცხვში გადავიდა პალატაში, სადაც ის ორსაწოლიან პალატაში იწვა, მეორე პაციენტთან ერთად. თავს კარგად გრძნობდა, ხვალ ვაპირებდით მის გაწერას, დღეს გაკეთდა ყველა საკონტროლო ანალიზი, მდგომარეობა იყო ძალიან დამაკმაყოფილებელი. მეორე პაციენტი, რომელიც ამ პაციენტთან ერთად იწვა, დღეს გაეწერა ბინაზე, როდესაც შევიდა სანიტარი, დაალაგა იმ პაციენტის გამო პალატა, რომ იმ ადგილზე ახალი პაციენტი შემოსულიყო, სულ ორი წუთის გამოსული იყო, რომ პაციენტი ფანჯრიდან გადახტა. არავითარი ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონდა, პირიქით ჩვენთან ყველაზე მშვიდი პაციენტი იყო. ოჯახმაც თქვა, რომ არ ჰქონია არავითარი ფსიქიკური პრობლემა“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
 
 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები