გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

28-10-2022, 19:29 - 2022
1 045
       

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში ვიდეო და განცხადება გაავრცელა.

მან TV Imedi-ს მიმართა და აღნიშნა, რომ დებატებში ბიძინა ივანიშვილს იწვევს.

"TV Imedi როგორც ჩანს, ბევრი კითხვა დაგიგროვდათ. დავსხდეთ თქვენს ეთერში და ვისაუბროთ პოლიტიკურ კორუფციაზე, ოლიგარქიაზე, იმაზე, თუ როდიდან დაიწყო ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება. ჩუმად სახლში დადგომას ასე სჯობს. ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ ფორმატში - გნებავთ იყოს დებატების ფორმატი, მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი დასვით, “ქართული ოცნების” ბოსები, ან თუნდაც მთლიანად ის, რაც ქართული ოცნებიდან დარჩა", - წერს გიორგი გახარია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები