წალენჯიხის მერი ტელეკომპანია „იმედს“ პასუხობს

წალენჯიხის მერი ტელეკომპანია „იმედს“ პასუხობს
14-02-2022, 22:03 - 2022
1 611

წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი, გია ხარჩილავა „იმედის“ ბრალდებებს ეხმაურება.

„თქვენს („იმედის“) გადაცემაში ხსენებული მიწის ნაკვეთი  47.08.38.363 არის სახელმწიფო (არამუნიციპალურ) საკუთრებაში! სახელმწიფო საკუთრებაში!   

ამიტომ, მის განკარგვას (იჯარა, უზუფრუქტი, გასხვისება) ახორციელებს „სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტო“ (და არა „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია“).

შესაბამისად,მუნიციპალიტეტის მერია(მერი) არ ახორციელებს აღნიშნული მიწის ნაკვეთის რაიმე სახით გასხვისებას.


(ასევე) შესაბამისად თქვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი გახლავთ შეგნებული დეზინფორმაცია და წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას წალენჯიხის ოპოზიციური მერის წინააღმდეგ,რადგან მისი რეფორმატორული საქმიანობა შემაშფოთებელი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“, როგორც წარმატებული და მიზანმიმართული დემოკრატიული და დეცენტრალიზაციის მოდელის ჩამოყალიბებისა!


პ.ს:მოვითხოვ live ჩართვას იგივე ფორმატში, რა ფორმატშიც აწარმოეთ დისკრედიტაციის მცდელობა”, - წერს გია ხარჩილავა სოციალურ ქსელში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა
სხვა სიახლეები