კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რეანიმატოლოგის ფუნქციას ასრულებს.
წულუკიანი ამბობს, რომ გახარია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გააცოცხლოს.
„რეალურად, ეს არის პარტია, რომელსაც ვეღარ ვუწოდებთ „გახარია საქართველოსთვის“, ეს არის „გახარია ნაცებისთვის“, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ეს დესტრუქციულად ქცეული პოლიტიკური ძალა გააცოცხლოს. რეალურად, მათთვის რეანიმატოლოგის ფუნქციას ასრულებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.