რატომ შეხვდა ივანიშვილი ალიევს საიდუმლოდ? - შეხვედრის დეტალები გავრცელდა

რატომ შეხვდა ივანიშვილი ალიევს საიდუმლოდ?  - შეხვედრის დეტალები გავრცელდა
25-10-2022, 17:37 - 2022
1 416

დღეს საგანგებო ბრიფინგზე "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა განაცხადა, რომ ქართველი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ჩამოსულ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს საიდუმლოდ შეხვდა.

მისი განცხადებით, ამ ერთდღიანი ვიზიტით ივანიშვილმა გარეჯის გასხვისების პროცესი დაასრულა.

"აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტით ოლიგარქმა ივანიშვილმა დაასრულა გარეჯის მეზობელ სახელმწიფოზე გასხვისების პროცესი, რის გამოც, ის აუცილებლად აგებს პასუხს სახელმწიფო ღალატისათვის. მუხრან შატოში შეხვედრა მოხდა უპრეცედენტო ფორმატით, რადგან იქ წინასწარ შეპარული ბიძინა ივანიშვილი ელოდებოდა ილჰამ ალიევს. ეს ალბათ, მსოფლიო დიპლომატიაში არნახული შემთხვევაა, როდესაც არაფორმალური მმართველი ჩუმად დაძვრება მეზობელ სახელმწიფოთა ლიდერებთან შეხვედრაზე", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

ცნობისთვის, ილჰამ ალიევი საქართველოს სამუშაო ვიზიტით გუშინ, 24 ოქტომბერს ეწვია. აზერბაიჯანის პრეზიდენტს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა, თუმცა ალიევის და ზურაბიშვილის შეხვედრა არ გაიმართა. დღის ბოლოს კი აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და ივანიშვილს შორის გასაიდუმლოებული შეხვდა შედგა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა