„ოცნება“ ხოშტარიასთვის, ნათელაშვილისა და ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერს

„ოცნება“ ხოშტარიასთვის, ნათელაშვილისა და ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერს

14-02-2022, 20:21 - 2022
541
       

„ქართული ოცნება“ ელენე ხოშტარიასთვის, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერს.

აღნიშნულის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ორ შემთხვევაში საუბარია სამართლებრივ საფუძველზე, გაცდენებზე და მესამე შემთხვევაში საუბარი სასამართლოს მიერ დადასტურებულ დანაშაულზე. სამივე დეპუტატის მიმართ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს უფლებამოსილების შეწყვეტას და ეს იქნება ჩვენი ხვალინდელი გადაწყვეტილება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები