რასაკვირველია, პრემიერი ანტივაქსერი არაა და შეუძლებელია რომ იყოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ღარიბაშვილი ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში ჩართული იყო.
„იმ სამოტივაციო სისტემაში, რაც 50 წელზე ზევით ჩვენს თანამოქალაქეებზე გავაკეთეთ, 200-ლარიანი დანამატი, 100-ლარიანი დანამატი „ბუსტერ“ დოზის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ ანტივაქსერია თუ არა, ვფიქრობ, რომ არასწორია. „ომიკრონის“ შემთხვევაში, რადგან ეს არის ისეთი შტამი და ჩვენ გვაქვს ისეთი ვაქცინები, რომელიც ამ ახალ შტამთან დაკავშირებით გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს, მან თქვა, რომ ინფიცირების შემთხვევაში ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო. „ომიკრონთან“ დაკავშირებით იცით, რომ „ფაიზერმა“ უკვე შექმნა ახალი ვაქცინა და მარტის თვეში ახალი ვაქცინა გვექნება, რომელიც „ომიკრონზე“ მუშაობს კონკრეტულად“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „ომიკრონის" დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს.