„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაშლას განაგრძობს - პარტიიდან კიდევ ერთი ლიდერი წავიდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაშლას განაგრძობს - პარტიიდან კიდევ ერთი ლიდერი წავიდა

20-10-2022, 23:49 - 2022
801
       

ნიკა ობოლაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. 


ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„საბოლოო ჯამში, ამ ფორმაციის ნაციონალურ მოძრაობაში მე ვერ ვხედავ იმ ძალას და იმ ენერგიას, რომელიც შეძლებს ქვეყანა ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში გამოიყვანოს კრიზისიდან.

მე მაინტერესებს პოლიტიკაც და ეს ქვეყანაც, შესაბამისად თუ მე შევძლებ და მექნება ხერხი, რომ რამე შევცვალო, შევცვლი იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა ჩემთვის, მათ შორის იყო ხერხი რომ რაღაც შემეცვალა უკეთესობისკენ. მე ამ ხერხს ვეღარ ვხედავ ნაციონალურ მოძრაობაში“, - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები