საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„დღეს, თბილისის დროით 16:13 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 3.9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.