ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში „ქართული ოცნების“ წევრმა, ლაშა ლაბაძემ სკანდალური ინტერვიუ მისცა.
ლაბაძემ ტელეკომპანიის ეთერში ყვება, რომ საპარლამენტო და თვითმართველობის არჩევნებში ისანი-სამგორის ოლქი ებარა და უბნის მაყურებლებთან საქმეებს აგვარებდა.
მისი თქმით, უბნის ე.წ კრიმინალურ საზოგადოებასთან „შავი ფულის“ სანაცვლოდ ხმების მობილიზებაზე თანხმდებოდა. „უბნის მაყურებლებს“ ისანი-სამგორის გამგეობაში ფულს ურიგებდნენ და მოქალაქეების პირად მონაცემებს გადასცემდნენ, რომელთა გადაბირებაც უნდა მომხდარიყო.
როგორც ლაბაძე ამბობს, „უბნის მაყურებლებს“ ჯერ ფულის გარკვეულ ნაწილს აძლევდნენ, საქმის კარგად შესრულების შემთხვევაში და ჯილდო უფრო დიდი იყო. მმართველ პარტიას თითო უბანი დაახლოებით მილიონ ლარზე მეტი უჯდებოდა.
ცნობილია, რომ ლაშა ლაბაძემ ქვეყანა უკვე დატოვა, ინტერვიუ კი ქვეყნიდან გაქცევამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაიწერა.