ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება.
ის წერს, რომ მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს.
„შეუძლებელია ვიპოვო სიტყვები მომხდარზე სასაუბროდ. მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს.
როგორც ადამიანი შეძრული ვარ და ვიზიარებ მშობლების, ოჯახისა და მთელი საქართველოს ტკივილს“ ,- წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, ვაკის პარკის შადრევანში 3 მოზარდს დენმა დაარტყა. ერთი მათგანი, 13 წლის გოგონა, ხეჩინაშვილის კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ორი კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.