„ომიკრონის" დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს - ღარიბაშვილი

„ომიკრონის" დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს - ღარიბაშვილი
14-02-2022, 12:56 - 2022
1 717

„ომიკრონის" დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს“ - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერმა დღეს მაგალითად საკუთარი თავი მოიყვანა.

ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკაც. ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება.

აზრი დაკარგა აღნიშნული „მწვანე ბარათების“ გამოყენებამ. თავდაპირველად ჩვენი მიზანი იყო ვაქცინაციის წახალისება და „დელტას“ და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის დროს“, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს.

ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება „ომიკრონი“. მაგალითად, მე ვარ ერთი მაგალითი - მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა „ომიკრონი“.

მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურ შემთხვევებში ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აღნიშნული ვირუსი.

მიდგომა შეიცვალა, რადგან აზრი დაკარგა „მწვანე ბარათის“ გამოყენებამ, ამიტომ ჩავთვალეთ საჭირო მისი გაუქმება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა