"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელიც "ხალხის ძალას" შეუერთდა ტელევიზია "პოს ტვ"-ის წილების 52% იყიდა.
ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სოზარ სუბარმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენი მოძრაობის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა ტელევიზია პოსტივის წილების 52%, აღნიშნული გარემოება ხელს შეგვწყობს სათქმელი საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.