"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების დაფუძნებულ "ხალხის ძალას" მმართველი პარტიიდან კიდევ 5 დეპუტატი - დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე, დაჩი ბერაია, ზაალ მიქელაძე და ეკა სეფაშვილი უერთდება.
ამის შესახებ "ხახლის ძალამ" დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გარდა ამისა, მოძრაობაში ერთიანდებიან POSTV-ის წამყვანები და ექსპერტები.
"მთლიანობაში, ჩვენი მოძრაობა საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, რაც ნიშნავს რომ საკანონმდებლო ორგანოში ჩვენ გვეყოლება რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი. გარდა ამისა, საზოგადოებრივ მოძრაობას შემოუერთდნენ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ექსპერტები - თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.