ხატია დეკანოიძე - მიშა, თავისუფლება და ჯანმრთელობა შენ

ხატია დეკანოიძე - მიშა, თავისუფლება და ჯანმრთელობა შენ
1-10-2022, 11:53 - 2022
430

„მიშა თავისუფლებაზე საქართველოსა და უკრაინისთვის ახალი უსაფრთხოების ადვოკატი იქნებოდა საერთაშორისო პლატფორმაზე“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე წერს.

ხატია დეკანოიძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ენერგია მტრებისთვის დაუძლეველია.

ამ უდიდესი შესაძლებლობების ისტორიულ მომენტში ყველაზე დიდი უსამართლობა არის ივანიშვილის მმართველობა და მიშას პატიმრობა.

მიშა თავისუფლებაზე საქართველოსა და უკრაინისთვის ახალი უსაფრთხოების ადვოკატი იქნებოდა საერთაშორისო პლატფორმაზე. მიშა თავისუფლებაზე საქართველოს დიდ საერთაშორისო სურათში უფრო მკვეთრად გამოაშკარავებდა.

აუცილებლად დადგება ის დღე, როცა ამას უფრო ბევრი ადამიანი მიხვდება, ვიდრე დღეს. მისი ენერგია ნამდვილად დაუძლეველია მტრებისთვის. სწორედ ამიტომ სჭირდებათ ჩაკეტილ სივრცეში.

ძალიან დიდი უსმართლობაა. მიშა, თავისუფლება და ჯანმრთელობა შენ
“, - წერს დეკანოიძე.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა