„ქართული ოცნების“ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება

„ქართული ოცნების“ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება

30-09-2022, 22:20 - 2022
919
       

საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად ინიშნება. 

მის დანიშვნაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ტალიაშვილის ევროპის საბჭოში ელჩად დანიშვნის გამო, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება. 

აღნიშნულ საკითხზე სამ ოქტომბერს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს და გადაწყვეტილებას პარლამენტი უახლოეს სხდომაზე მიიღებს.

თამარ ტალიაშვილს პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით ადგილმონაცვლე გრეტა წიწავა შეცვლის.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები