ჟორჟოლიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა

ჟორჟოლიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა

28-09-2022, 15:12 - 2022
1 018
       

„პოლიტიკოსი რომ ფიქრობს, რომ პროტესტი უნდა იყოს მის გულში, მან უნდა დაისვენოს, სახლში უნდა წავიდეს“,- ამის შესახებ  TV-წამყვანმა, „ენმ“-ს დეპუტატობის ყოფილმა კანდიდატმა და პარტიის მხარდამჭერმა ნანუკა ჟორჟოლიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხდა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, „ყველა თუ წავიდა, დაიშლება პარტია“, ნანუკა ჟორჟოლიანი პასუხობს - „დაშლილი არ არის ნაციონალური მოძრაობა?“.

„გავიგე, რომ ეს არ არის ორდღიანი გეგმა-პროექტი და ნაციონალური მოძრაობა ასე უცებ ვერ დაინგრევა და ვერ აშენდება. ადამიანები, რომლებიც დაღლილები არიან, ყოფილი ჩინოვნიკები არიან, მიჩვეულები არიან მძღოლებით სიარულს, იქ რაღაცა კარგ ცხოვრებას და ოპოზიციაში ყოფნა უკვე "აუ, ქუჩა არა" თვლიან, მათი პროტესტი არის მხოლოდ... ჩემი საყვარელი მომენტია, ინგა გრიგოლიას ჰყავდა პეტრე ცისკარიშვილი ეთერში, პროტესტი არიო ინგა, აბა, რა არიო და ინგა გრიგოლია ძალიან გაოგნებული ეუბნება, რომ ეს პროტესტი სად არიო. და ჩვენს გულებშიო.

პოლიტიკოსი რომ ფიქრობს, რომ პროტესტი უნდა იყოს მის გულში, მან უნდა დაისვენოს, სახლში უნდა წავიდეს. არამარტო პეტრეს [ეხება], ადამიანებს, რომლებიც დაიღალნენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათთვის დასავლეთში კარიერის გაკეთება არის უფრო მნიშვნელოვანი, ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ქუჩის დრო არ არის, ყველას, ვინც ფიქრობს, რომ პარლამენტში დებატებით ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს მოერევა, ყველა ასეთი ადამიანი უნდა წავიდეს სახლში, უამრავი ახალგაზრდა ადამიანია მოტივირებული, დაიწყონ ახალი პარტიის მშენებლობა“, - ამბობს ჟორჟოლიანი.


       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები