ზურაბიშვილმა შს მინისტრი დაიბარა და შეხვდა - პრეზიდენტის განცხადება

ზურაბიშვილმა შს მინისტრი დაიბარა და შეხვდა - პრეზიდენტის განცხადება

27-09-2022, 22:48 - 2022
826
       

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

პრეზიდენტი მიესალმა უწყების მიერ ინფორმაციის გავრცელებას რუსეთიდან საქართველოში მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით.

შეხევდრისას პრეზიდენტმა საკითხის ირგვილივ მიიღო სრულყოფილი ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ამომწურავი ინფორმაცია იმ საკითხზე, რომელიც მას აღელვებს. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული იყოს ყველა მექანიზმი, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატიც, რათა აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებაში აღარ დარჩეს კითხვები, ჰქონდეს განცდა, რომ რისკები გათვალისწინებული და ყველა ბერკეტი გამოყენებულია
“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები