ბერდია სიჭინავა - „ქართული ოცნება“ ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს

ბერდია სიჭინავა - „ქართული ოცნება“ ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს

13-02-2022, 20:20 - 2022
571
       

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლობა და ლიდერშიპი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, რაც არ უნდა ეცადოს, რომ რაღაც კოალიციურ ალიანსში დაადანაშაულოს ჩვენი პოლიტიკური პარტია რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

სენაკის მუნიციპალიტეტში მარტივი მოცემულობა გვაქვს, ამ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს შევთავაზეთ გამოცხადებულიყვნენ საკრებულოს სხდომაზე და ჩვენს უპირობო მხარდაჭერას მიიღებდნენ, თუმცა, რეალურად სენაკელი ამომრჩევლის და მოსახლეობის ინტერესი კი არ არის „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანი, არამედ ამ მუნიციპალიტეტში არ დაუშვას ერთპიროვნული და ერთპარტიული ძალაუფლება. 

შესაბამისად ისინი ყველაფერს აკეთებენ.

ძალიან ნიშანდობლივი იყო ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ სურთ ამ მუნიციპალიტეტში უმრავლესობის ფორმირება, რაც ბუნებრივია, გამორიცხულია კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკების გარეშე. 

ამ ყველაფერს არ აქვს ის მიზანი, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან მოლაპარაკების შედეგად შეიქმნას სენაკის მუნიციპალიტეტში „ქართულ ოცნებასთან“ უმრავლესობა. 

ეს არის იმ მეთოდების გაგრძელება, რომელიც დაგვიანონსა ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ მაშინ, როდესაც რამდენიმე მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა ერთპარტიული და ერთპიროვნული ძალაუფლება. 

ეს არის ადამიანების არჩევანის ქურდობა, იმ მოქალაქეების არჩევანის ქურდობა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ამ მუნიციპალიტეტებში უმრავლესობა არ უნდა ჰქონდეს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები