სახელმწიფო დეპარტამენტი: შეჭრის შემთხვევაში, მოსკოვი მასშტაბურ პასუხს მიიღებს

სახელმწიფო დეპარტამენტი: შეჭრის შემთხვევაში, მოსკოვი მასშტაბურ პასუხს მიიღებს

12-02-2022, 18:48 - 2022
736
       

აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

სატელეფონო საუბრისას სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კრიზისის მოგვარების დიპლომატიური გზა კვლავ ღია რჩება, თუმცა მოსკოვს მხრიდან საჭიროა დეესკალაცია და დისკუსიებში ჩართვა. 

ბლინკენის თქმით, თუ მოსკოვი აგრესიის გზას გააგრძელებს და შეიჭრება უკრაინაში, ეს გამოიწვევს მტკიცე და ერთიან ტრანსატლანტიკურ პასუხს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები