„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია ამ ეტაპზე უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს.
მანვე განმარტა ის, თუ რატომ ჩავიდნენ უკრაინაში მხოლოდ ოპოზიციური პარტიები და რატომ ვერ შედგა ერთობლივი ვიზიტი.
„პირველი, მათ [ოპოზიციამ] გამოთქვეს პრეტენზიები რეზოლუციაზე როდესაც ვმსჯელობდით და დაიგეგმა ვიზიტი ისე, რომ მათი თანამონაწილეობა არ იყო ამაში გათვალისწინებული, ანუ „ნაცებმა“ გააკეთეს ეს. ერთ-ერთი კომპონენტი იყო, სხვა რამის გამო ვერ შედგა მაშინ ეს, იმიტომ, რომ ბრიუსელში გაგრძელდა ვიზიტი, მაგრამ ჩვენი წარმომადგენლების ბრიუსელიდან ჩამოსვლის დღეს წავიდნენ ისინი უკრაინაში, ისე, რომ უკან არ მოუხედავთ და არაფერი უკითხავთ. შესაბამისად, მათი მხრიდან პრეტენზიებს ვერ მივიღებთ. ამ ეტაპზე არა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.