„2024 წლამდე არავითარი ვადამდელი არჩევნები არ იქნება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მანვე ისაუბრა საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით და თქვა, რომ ბარიერის დაწევა დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სურს ოპოზიციას პოლარიზების შემცირება.
„2024 წლამდე არავითარი ვადამდელი არჩევნები არ იქნება. რაც შეეხება ბარიერის დაწევას, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის, პირველ რიგში, იმაზეც, თუ რამდენად სურს ოპოზიციას პოლარიზაციის ხარისხის შემცირება. ჩვენ დაველოდებით, დავაკვირდებით რამდენად არის ეს სურვილი რადიკალური ოპოზიციის მხარესაც. ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.