კიდევ ერთი ფორმალურად წასული დეპუტატი - სოზარ სუბარი „ქართული ოცნების“ სხდომას დაესწრო

კიდევ ერთი ფორმალურად წასული დეპუტატი - სოზარ სუბარი „ქართული ოცნების“ სხდომას დაესწრო

10-09-2022, 22:18 - 2022
530
       

„ქართული ოცნებიდან“ ოფიციალურად წასული დიმიტრი ხუნდაძის გარდა დღეს „ქართული ოცნების“ გასვლით სხდომას სოზარ სუბარიც ესწრებოდა, რომელიც კაჭრეთის ამბასადორში გაიმართა. 

მისი ფოტო „ქართული ოცნების“ ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ჩანს.



შეგახსენებთ, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და სოზარ სუბარმა დღეს „ქართული ოცნება“ ოფიციალურად 28 ივნისს დატოვეს. მათ მოგვიანებით გურამ მაჭარაშვილიც შეუერთდა.

მას შემდეგ ჯერ სამეული, მოგვიანებით კი უკვე ოთხეული, რომლებმაც „ხალხის ძალა“ დაირქვეს, რეგულარულად ავრცელებენ წერილებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები